შიდა სივრცის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე, რადგან დიდი დროით დახურულ სივრცეში ყოფნა გვიწევს, ეს იქნება სამსახური, სახლი, თუ რაიმე სხვა ტიპის შენობა. გარე სამყაროსთან წყვეტა რომ არ დავკარგოთ, ამისთვის საჭიროა შიდა სივრცეში შევიტანოთ ბუნებრივი გამწვანება, რაც გარდა იმისა რომ ესთეტიურ სილამაზეს ქმნის, ასევე ახდენს ჰაერის რეგენერაციას.