ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

გამწვანების კომპანია Greenland - 2016 წელს დაარსდა,  მისმა დამფუძნებელმა ირინე ირემაძემ, აგროსფეროში 20–წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით მაღაზია Greenland გახსნა, რომელიც თამარაშვილის 10 ნომერში მისულ სტუმარს მცენარეთა მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ადგილზე უამრავი სახეობის ინტერიერის ყვავილს გაეცნობით, რომლის შესახებ შესაძლოა აქამდე არც გსმენიათ, რადგან ყველასთვის კარგად ნაცნობ კაკტუსის ყვავილს, რომელსაც ფლორისტები გიმნოსილიციუმის სახელით მოიხსენიებენ, Greenland–ში 15მდე სახეობა აქვს. ჰოლანდიური, პოლონური და იტალიური ქოთნის ყვავილები Greenland–ის მაღაზიაშია წარმოდგენილი, დასურათებული კატალოგიდან კი ექსტერიერის მცენარეების დათვალიერებას შეძლებთ, სადაც უნიკალური და ეგზოტიკური ჯიშებია თავმოყრილი.

Greenland გამწვანებასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის  ყველა ტიპის აქსესუარსა და  მომსახურებას გთავაზობთ, აქ შეთავაზებაში: დიზაინი, პროდუქტი და მონტაჟი შედის– სასურველი პროდუქტის არჩევისას მომხმარებელს Greenland–ის დიზაინერი კომპიუტერულ პროგრამაში დიზაინის ვიზუალურ პროექტს წარუდგენს, დაგეგმარებული პროექტის მონტაჟის განხორციელებაც ასევე კომპანიის პრეროგატივაა, Greenland–ის პერსონალი სარწყავ სისტემასაც დააპროექტებს და ზოგად ლანდშაფტის დიზაინსაც შემოგთავაზებთ.

რაც ყველაზე მთავარია, ერთ ქსელში გაერთიანებულ კომფორტულ მომსახურებას უპრეცედენტო შემოთავაზებაც თან ერთვის– ეს მოვლის სამსახურია, რაც თქვენს ობიექტზე არსებულ ყველა მცენარეზე ზრუნვას გულისხმობს, Greenland–ის მოვლის სერვისის წარმომადგენელი საჭირო სიხშირით ყვავილების მოვლას უზრუნველყოფს და მცენარის ყველა სპეციფიკურ საჭიროებას გაითვალისწინებს. კიდევ ერთი განსაკუთრებული შემოთაზავება მცენარეების გაქირავებაა, სხვასხვა ღონისძიების გასაფორმებლად Greenland–ის უნიკალური მცენარეების სასურველი დროით დაქირავებას შეძლებთ, მათი გამოყენებით ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებას კი კვლავ Greenland–ის დიზაინერები შემოგთავაზებენ.

გამწვანების კომპანია Greenland მოწინავე ინოვაციურ სიახლეშიც აღმოჩნდა, რადგან მან საქართველოში ე.წ ,,მწვანე კედელი“ – ვერტიკალური გამწვანების შემოთავაზება დანერგა. მსოფლიო ტრენდად ქცეული ინტერიერისა და ექსტერიერის ახალი სტილი საქართველოშიც მოთხოვნადი გახდა და Greenland–მა  ძვირადღირებული კონსტრუქცია ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გახადა.

Greenland–ის გულშემატკივართა რაოდენობაც ადეკვატურად მზარდია, პარტნიორთა და მეგობართა წრე მუდმივად ფართოვდება. ამასთან ერთად, იგეგმება ქსელის გაზრდაც და სამომავლოდ ინტერიერის ყვავილების წარმოებას საქართველოშიც აპირებენ, კომპანია ხაზს ინტერიერის ყვავილების ქსელსაც შემატებს, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა ჰიპერმაკეტებშიც გამოჩნდება.


Your shopping cart is empty!